ისრაელმა ღაზას სექტორზე საჰაერო იერიშები განახორციელა. ებრაულმა ავიაციამ რადიკალურ დაჯგუფება ჰამასის იარაღის საწყობი დაბომბა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა. საჰაერო დარტყმები პალესტინელ რადიკალთა ინფრასტრუქტურაზე მას შემდეგ განხორციელდა, რაც ღაზას სექტორიდან ებრაული რაიონების მიმართულებით რამდენიმე რაკეტა ისროლეს.