აშშ-ში რუსეთის უმაღლესი პალატის დელეგაციის ვიზიტის ჩაშლის გამო ფედერაციის საბჭო საპასუხო ზომების მიღებას მოითხოვს. სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრის, იგორ მოროზოვის თქმით, ვალენტინა მატვიენკოსთვის არასრულფასოვანი ვიზის მიცემის გამო მოსკოვმა პერსონა ნონ გრატად აშშ სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი უნდა გამოაცხადოს. რუსული დელეგაცია ნიუ იორკში საპარლამენტშორისო კავშირის სესიას უნდა დასწრებოდა, თუმცა ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეს, ვალენტინა მატვიენკოს ამერიკულმა მხარემ მხოლოდ 3-დღიანი ვიზა მისცა და ამასთან, მანჰეტენიდან 25 კილომეტრის რადიუსზე გასვლა აუკრძალა. მატვიენკო ვაშინგტონის შავ სიაში რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ მოხვდა.