რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში კიდევ ერთი ჰუმანიტარული კოლონა გაგზავნა. სატვირთო მანქანებმა როსტოვი დღეს დილით დატოვეს და რამდენიმე საათში უკრაინის საზღვარს გადაკვეთენ. ამჯერად დონბასის მოსახლეობა რუსეთისგან 1,1 ათას ტონა ტვირთს, სასკოლო სახელმძღვანელოებსა და სურსათს მიიღებს. 2014 წლიდან დღემდე ეს რუსეთის მიერ დონბასში გაგზავნილი 37-ე ჰუმანიტარული ტვირთია.