მორიგი თავდასხმა ლუიზიანაში. სახლს, სადაც სამი ახალგაზრდა ქალბატონი იმყოფებოდა, თავს შეიარაღებული მამაკაცი დაესხა. თავდამსხმელმა ერთ-ერთი ქალბატონი სასიკვდილოდ დაჭრა. შემთვევის ადგილზე მისულ პოლიციელებს ბოროტმოქმედმა ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ერთი სამართალდამცავი დაიღუპა. ამის შემდეგ თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მანქანით სცადა, თუმცა მაღაზიის ვიტრინას დაეჯახა. პოლიციელებმა ის ადგილზე დააპატიმრეს.