ვესტერ ლი ფლანგანმა გარდაცვალებამდე წერილის დატოვება მოასწრო, სადაც ის ჟურნალისტების მკვლელობის მოტივზე საუბრობს. როგორც ახალგაზრდა ფერადკანიანი წერს, ის აშშ-ში რასობრივი დისკრიმინაციით იყო აღშფოთებული. როგორც ფლანგანი ირწმუნება,რასობრივი და ჰომოფობიური დისკრიმინაციის მსხვერპლი ის არაერთგზის გახდა და სამსახურიც იმის გამო დაკარგა, რომ ფერადკანიანი და ჰომოსექსუალი იყო. საკუთარ დანაშაულს ის ასევე შურისძიებით ხსნის, რაც 11 ივნისს ჩარლტონში ახალგაზრდა აფროამერიკელის მკვლელობით იყო გამოწვეული. შემზარავი ინციდენტი ვირჯინიაში გუშინ მოხდა. ქალაქ მონეტაში ინტერვიუს დროს 24 წლის რეპორტიორი ელისონ პარკერი და 27 წლის ოპერატორი ადამ უარდი ვესტერ ლი ფლანგანმა პირდაპირ ეთერში მოკლა. ამის შემდეგ თავდამსხმელმა თვითმკვლელობა სცადა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა ქილერის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.