სენტენიალის საოლქო სასამართლომ კოლორადოელ ქილერს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 27 წლის ჯეიმს ჰოლმსს ბრალი 12 ადამიანის მკვლელობაში ედებოდა. ახალგაზრდა კოლორადოელი ქალაქ ავრორას კინოთეატრში ფილმის პრემიერაზე შეიჭრა და უმისამართო სროლა ატეხა. შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა, 70-მდე კი დაიჭრა. დაცვის მხარე ირწმუნებოდა, რომ დანაშაულის ჩადენისას ბრალდებული შეურაცხადი იყო, თუმცა მოსამარემ ადვოკატთა არგუმენტები არ გაიზიარა.