მსოფლიო ბანკი უკრაინას 500 მილიონ დოლარს გამოუყოფს. შესაბამისი გადაწყვეტილება ბანკის დირექტორთა საბჭომ 25 აგვისტოს მიიღო. სოლიდური თანხა უკრაინაში რეფორმების გატარებას უნდა მოხმარდეს. ტრანში იმ საერთო თანხის (2 მილიარდი დოლარი) ნაწილია, რომელიც უკრაინას ფინანსური დახმარების სახით წლის ბოლომდე გამოეყოფა.