ცნობილი რუსი ოპოზიციონერი ლევ იაშინი ისევ დააკავეს. პოლიციამ ის კოსტრომის ოლქში ამომრჩევლებთან შეხვედრისას დააპატიმრა. დაკავების მოტივი ჯერჯერობით უცნობია. როგორც ოპოზიციონერი სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს, პოლიციელებმა მას ხელები ამოუგრიხეს და მანქანაში იძულებით ჩატენეს. ამჟამად ის შს სამმართველოში იმყოფება.