27 აგვისტოს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს,იენს სტოლტენბერგს შეხვდება.  შეხვედრა 11.30 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ მხარეები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. 
მთავრობის მეთაური ნატო-ს გენერალურ მდივანს სამუშაო სადილზე უმასპინძლებს. 
14.00 საათზე  პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კრწანისის სამხედრო ბაზაზე ნატო-ს  სასწავლო ცენტრს გახსნიან.