ირანული საინფორმაციო სააგენტო "ფარსნიუსის" ცნობით, ირანის პარლამენტის სპიკერის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში ჰოსეინ შეიხოლესლამი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის, ფილიპ ჰამონდის შენიშვნებს გამოეხმაურა.
"ჩვენი პოზიცია უზურპატორი სიონისტური რეჟიმის წინააღმდეგ არ შეცვლილა. ჩვენი უპირველესი მოწოდება ისრაელის განადგურებაა", – განუცხადა ჟურნალისტებს შეიხოლესლამმა სამშაბათს.
ჰამონდმა ორშაბათს ირანის პარლამენტის სპიკერთან, ალი ლარიჯანისთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ირანის პოზიცია ისრაელის წინააღმდეგ აბსოლუტურად არ შეცვლილა, არადა, წარსულში მომხდარი უთანხმოება დავიწყებას უნდა მიეცეს.