საფრანგეთის ქალაქ რუაში, ბოშების დასახლებაში მომხდარ ინციდენტს, 4 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის 6 თვის ბავშვიცაა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ახალგაზრდა მამაკაცმა განახორციელა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღით ბავშვი, ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი მოკლა და რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, 3 წლის გოგონა დაჭრა.
თავდამსხმელი სავარაუდოდ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.
საბოლოოდ ის პოლიციელებმა გაანეიტრალეს.