სირიის პრეზიდენტს რუსეთისა და ირანის მხარდაჭერის იმედი მომავალშიც აქვს. ამის შესახებ ბაშარ ასადმა ტელეარხ „ალ-მანარისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ რუსებს ვენდობით. მათ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში დაგვიმტკიცეს, რომ გულწრფელი მეგობრები არიან. რუსები თავს არაფერს გვახვევენ,“-აღნიშნა ასადმა.