გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ხე-ტყის უკანონოდ მჭრელებს დიალოგისკენ მოუწოდებს. მინისტრის თქმით, მთავრობა ხის უკანონოდ მომპოვებლების წინააღმდეგ შეურიგებელი იქნება, ამიტომ მათ თანამშრომლობის შეთავაზება უნდა მიიღონ.
„ზოგიერთისთვის პატრიოტიზმი, როგორც ჩანს, გაიგივებულია ხის უკანონო მოჭრასთან. ჩვენ ვთავაზობთ ყველას, ვინც დღესაც აგრძელებს უკანონო მოპოვებას, ჭრას, რომ შემოვიდნენ სახელმწიფოსთან კომუნიკაციაში და ითანამშრომლონ ჩვენთან, ჩვენ ვთავაზობთ მათ რეალურ დასაქმებას, რეალურ ჩართულობას და კონკრეტულ პირობებს.
ჩვენ მათ ეს შევუთვალეთ კიდეც. შეურიგებელი ვიქნებით ბრაკონიერების, ხის უკანონოდ მომპოვებლების წინააღმდეგ, რადგან ეს გაცილებით რთული პრობლემების შემქმნელია, ვიდრე დღევანდელი საკითხები. ვინც დიალოგისთვის მზად იქნება, მათთან დიალოგს გავაგრძელებთ“, - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა