ავღანეთში გაზსადენი აფეთქდა. ინციდენტს 11 ადამიანი ემსხვერპლა, 18 კი მძიმედ დაშავდა. ადგილობრივი პოლიცია დივერსიული აქტის ვერსიას არ გამორიცხავს. ქალაქ გარატში, სადაც გაზსადენი გადის, დიდი რაოდენობით ლტოლვილებია თავმოყრილი. აფეთქების შედეგად ხანძარმა მათი ბანაკის ნაწილი გაანადგურა.