შაჰდენიზის გაზსადენზე თურქეთში აფეთქება მოხდა. შედეგად აზერბაიჯანიდან თურქეთში ბუნებრივი აირის მიწოდება შეფერხდა. ინფორმაციას ”როიტერი” ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, აფეთქება ქურთმა მებრძოლებმა განახორციელეს. ჯერჯერობით უცნობია როდის აღდგება გაზის მიწოდება. შაჰდენიზი აზერბაიჯანის ყველაზე მსხვილი გაზსადენია, რომელიც ბრიტიშ პეტროლეუმთან და აზერბაიჯანულ სახელმწიფო ენერგო კომპანია ” სოკართან” თანამშრომლობით შეიქმნა.