ტაჯიკეთის 201-ე რუსული სამხედრო ბაზის ჯარისკაცს, დიმიტრი ტოლსტოის ტაქსისტზე თავდასხმისთვის ასამართლებენ. ინციდენტი დუშანბეს ცენტრალურ რაიონში 21 აგვისტოს მოხდა. ჯარისკაცმა ტაქსისტს დანით სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. დაჭრილ მძღოლს დახმარება კოლეგებმა აღმოუჩინეს. მათ თავდამსხმელის განეიტრალებაც სცადეს და ის პოლიციას ჩააბარეს. რუსული მხარე ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.