მოსკოვის პოლიციამ შტატი 10 პროცენტით შეამცირა. ამის შესახებ დედაქალაქის პოლიციის უფროსმა ანატოლი იაკუნინმა განაცხადა. „70 ათასიანი შემადგენლობიდან პოლიციის რიგებში მხოლოდ 62 ათასი თანამშრომელი დარჩა, თუმცა ეს დედაქალაქელთა უსაფრთხოებაზე არანაირად არ აისახება,“-აღნიშნა იაკუნინმა. მოსკოვის პოლიციაში საკადრო შემცირებები პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით დაიწყო.