მერილინ მონროს ცნობილი შავი ქუდი გასაყიდად Nate D. Sanders-ის აუქციონზე გააქვთ. ლოტი 35 ათას დოლარად არის შეფასებული. როგორც აუქციონის ორგანიზატორები აცხადებენ, ქუდი კარგ მდგომარეობაშია და მას მხოლოდ უკანა ნაწილი აქვს უმნიშვნელოდ დაზიანებული. ქუდის მყიდველი საჩუქრად მონროს ფოტოსურათსაც მიიღებს, რომელშიც ის შავი ქუდით არის გადაღებული.