იაპონიის ხელისუფლება კურილიის კუნძულებზე რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის ვიზიტს აპროტესტებს. საგანგებო განცხადება პრემიერმა სინძო აბემ გააკეთა. „ბატონ მედვედევის ვიზიტი იაპონიის პოზიციას ეწინააღმდეგება და იაპონელთა ეროვნულ გრძნობებს ბღალავს, რაც ძალიან სამწუხაროა,“-აღნიშნა აბემ. კურილიის კუნძულებზე რუსეთის პრემიერი გასულ შაბათს იმყოფებოდა. მედვედევმა კუნძული იტურუპი მოინახულა.