მორიგი ტერორისტული აქტი ეგვიპტეში. ტერორისტთა სამიზნე ბუჰეირას რაიონი გახდა. წინასწარი ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობა პოლიციის ავტობუსის ქვეშ იყო დამონტაჟებული. აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 20-მდე კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.