4-წლიანი პაუზის შემდეგ ირანმა ლონდონში საელჩო გახსნა. მანამდე ბრიტანის დიპლომატიური წარმომადგენლობა თეირანში გაიხსნა. დიპლომატიური ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის 2011 წელს, მას შემდეგ გაწყდა, რაც თეირანში დემონსტრანტები ბრიტანეთის საელჩოს დაესხნენ თავს, გაერთიანებული სამეფოს დროშა დაწვეს და მის ნაცვლად ირანული დროშა აღმართეს. ამის შემდეგ ლონდონმა ირანის საელჩო დახურა და ირანელი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა.