იმისათვის, რომ იპოვო ახალი გზა, აუცილებელია დატოვო ძველი. მანამ კი უნდა გაიაზრო, რომ არასწორად მოძრაობ.
თუ თქვენ მუდმივად ჩხუბობთ მეორე ნახევართან, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ სიყვარული გაქრა. რადგან ყველაზე ძლიერ ემოციებს, თუნდაც უარყოფითს, იწვევენ ის ადამიანები, რომლებზეც ყველაზე მეტად ვწუხვართ და ჩვენთვის ყველაზე ძვირფასნი არიან. ამიტომაც, ნუ იჩქარებთ გამოიტანოთ შორს მიმავალი დასკვნები, ეცადეთ გაერკვეთ თუ რა არის თქვენი მუდმივი კონფლიქტის წყარო.
ყველაზე გავრცელებული მიზეზები, რაც წყვილებში დაპირისპირებას იწვევს -
საკუთარ გრძნობებზე საუბრის უუნარობა
კონფლიქტების უმრავლესობა წარმოიქმნება იმიტომ, რომ ადამიანები არ ესაუბრებიან ერთმანეთს საკუთარ გრძნობებზე. არა მარტო საკუთარ სიყვარულზე, არამედ იმაზე თუ რა აწუხებთ. ადამიანები ხშირად ცდილობენ ყველაზე საუკეთესო განზრახვით დაიცვან მათთვის საყვარელი ადამიანი იმ ნეგატივისგან, რომელსაც ისინი განიცდიან. მაგალითად, წყვილთაგან ერთ-ერთს საშინლად აღიზიანებს მეორეს თვისება - საათობით იჯდეს კომპიუტერთან, ძალიან ხმამაღლა უსმინოს მუსიკას, ან ნებისმიერ ადგილას დაყაროს საკუთარი ნივთები. მაგრამ ამაზე საუბარს ადამიანები იწყებენ მაშინ, როცა უკვე საკმაოდ განრისხებული არიან.
უნდა ვისწავლოთ გამოვხატოთ საკუთარი გრძნობები მაშინ, როცა უარყოფითი მხოლოდ გაღიზიანებს. ამასთან უნდა ისაუბრო მხოლოდ საკუთარ გრძნობებზე პარტნიორის ქმედების გამო და არა მის პიროვნებაზე.
გახსოვდეთ - წყვილები, რომლებიც ვერ სწავლობენ ერთმანეთთან მოლაპარაკებას და მალავენ საკუთარ უარყოფთ ემოციას, ცხოვრობენ ვულკანზე. ერთ მშვენიერ დღეს ეს ვულკანი გადადუღებული პრეტენზიებით აფეთქდება და ადამიანები ჩხუბობენ იმდენად სერიოზულად, რომ ზოგჯერ შორდებიან.
კონფლიქტოგენის გამოყენება
მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩხუბის ალბათობას, თუ მეუღლეთაგან ერთ-ერთი თავს უფლებას აძლევს გამოიყენოს კონფლიქტოგენი- სიტყვები და ქმედებები რომელიც წარმოშობს კონფლიქტს.
თუ კი წყვილთაგან ერთ-ერთი უსასრულოდ ცდილობს დაადანაშაულოს მეორე, აძლევს შენიშვნას, მით უფრო თავს უფლებას აძლევს დასცინოს და დაამციროს იგი, ასეთ შემთხვევაში ჩხუბი გარდაუვალია. იგივე ხდება, თუ კი აშინებ და აძლევ ბრძანებებს, რადგან ეს არის უპირატესობის დემონსტრირება და გამოხატულად უარყოფითი დამოკიდებულება, რომელსაც ადგილი არ უნდა ჰქონდეს მოსიყვარულე ადამიანთა შორის.
სხვა სახესხვაობას წარმოადგენს მენტორული დამოკიდებულება. მას შეიძლება მიეკუთვნოს საკუთარი აზრის თავს მოხვევა, საკუთარი რჩევები, სწავლება და ქადაგება.
არარეალიზებული მოთხოვნილებები
უსაფრთხოების მოთხოვნილება და აღიარება, რომელიც ირღვევა კონფლიქტოგენის გამოყენებით, ადამიანის ერთადერთი მოთხოვნა როდია, რომლის რეალიზებას წყვილში ცდილობს. თუ კი გავიხსენებთ მოთხოვნილებათა კლასიკურ იერარქიას, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 40-იან წლებში ამერიკელმა ფსიქოლოგმა აბრაჰამ მასლოუმ ჩამოაყალიბა, გამოდის, რომ ადამიანი მუდმივად ახდენს სხვადასხვა დონის მოთხოვნილებათა რეალიზებას.
მთავარს ფიზიკური მოთხოვნილებებს წარმოადგენს - საკვები და წყალი, ძილი, სითბო და სექსი. მას შემდეგ, რაც ეს საჭიროებები დაკმაყოფილდება, ადამიანები გადადიან სხვა დონეზე -უსაფრთხოების მოთხოვნილება, მათ შორის დაცულობა წარუმატებლობისა და შიშისგან.
ამის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანია სიყვარულის,მეგობრობის, სულიერი სიახლოვის მოთხოვნილება. შემდგომ, პრიორიტეტული ხდება პატივისცემა, მათ შორის კომპეტენტურობის ღიარება, წარმატების მიღწევა და საზოგადოების მხრიდან აღიარება. ამას მოსდევს მოთხოვნილება გაიგო ახალი, შეიძინო ახალი ცოდნა, წინ წაიწიო საკუთარი კვლევების დარგში. შემდეგ ესთეტიკური მოთხოვნილებები, რომელიც შეიძლება გამოხატული იყოს წესრიგით, ჰარმონიითა და სილამაზით. და ბოლოს საკუთარი შესაძლებლობების და მიზნების რეალიზაციის მოთხოვნილებები. იდეალურ შემთხვევაში პარტნიორმა მხარი უნდა დაუჭიროს და ხელი შეუწყოს ყველა ამ მოთხოვნილების რეალიზაციას.
არაგულწრფელობა, ტყუილი, ღალატი
ინფორმაციის დამალვა, რომელიც ეხება ორივეს, ადამიანის გონების და ქცევის მანიპულაცია - ეს არის კონფლიქტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი. ყოველივე ეს კლავს ნდობას და პატივისცემას, აღმართავს უხილავ კედელს მეუღლეთ შორის, ან იწვევს წყენას, აყენებს ღრმა სულიერ ჭრილობას. ტკივილი ფაქტიურად წამლავს ურთიერთობას. საჭიროა დიდი ძალისხმევა, რათა თავი დავაღწიოთ ამ უკმაყოფილებას და ვაპატიოთ ერთმანეთს.
წყენის დაძლევა ძალიან რთულია.თუ ვერ შეძელი დაიბრუნო საყვარელი ადამიანის ნდობა, სანამ ყოველივე ძალიან შორს არ წასულა, მაშინ უფსკრული ადრე თუ გვიან გარანტირებულია. მით უმეტეს, როცა სიტუაცია ღრმავდება იმით, რომ ერთხელ ტყუილის შემდეგ ადამიანი სულ უფრო ეფლობა ამ ტყუილში იმის შიშით,რომ იგი მხილებული იქნება.
კომუნიკაციის ნაკლებობა და პოზიტიური შთაბეჭდილებები
გაუცხოება წყვილებში შეიძლება გამოიწვიოს ერთფეროვანმა, უხალისო ცხოვრებამ. სამუშაო, რომელიც შთანთქავს ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო საზრუნავს, ერთფეროვანი სექსი, გაუთავებელი ტელევიზორი ვახშმად, ცალ-ცალკე გატარებული შვებულება - ყველაფერ ამას შეუძლია მოკლას ნებისმიერი ოჯახური ბედნიერება და მიიყვანოს ურთიერთ პრეტენზიამდე, კონფლიქტამდე. ვერავინ ვერ გახდის თქვენ ცხოვრებას უფრო საინტერესოს, ვიდრე თავად თქვენ.
მხოლოდ ერთად განცდილ დადებით ემოციას და შთაბეჭდილებას, შეუძლია თქვენი ცხოვრება გახადოს დატვირთული და კაშკაშა!!