შავი ოქრო ისევ უფასურდება. Brent-ის მარკის საწვავის ღირებულება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბირჟებზე 45,02 დოლარამდე შემცირდა, WTI-ის მარკის საწვავის ფასი კი ბარელზე 39,85 დოლარით განისაზღვრა. 2009 წლის მარტის შემდეგ ეს ნავთობის ღირებულების ყველაზე დაბალ მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს.