მაკედონიას ლტოლვილთა კიდევ ერთი ნაკადი მიაწყდა. მას შემდეგ, რაც პოლიციამ საბერძნეთიდან მაკედონიაში მათი შეღწევის მცდელობები რამდენჯერმე აღკვეთა, მიგრანტებმა საზღვრის გადაკვეთა კიდევ ერთხელ სცადეს. გასულ ხუთშაბათს მაკედონიის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სამხრეთ საზღვარი საერთოდ ჩაკეტა. ლტოლვილთა შტურმებს სამართალდამცავები ცრემლსადენი გაზითა და ხმოვანი ჭურვებით იგერიებენ.