ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ისტორიულ ქალაქ პალმირაში უძველესი კულტურული ძგლი გაანადგურეს. ჯიჰადისტებმა პირველი საუკუნით დათარიღებული ბაალ-შამინის ტაძარი ააფეთქეს. პალმირაზე კონტროლი რადიკალებმა მაისში დაამყარეს. მას შემდეგ მათ იუნესკოს მემკვიდრეობად გამოცხადებულ ქალაქში ათობით ისტორიული ძეგლი ბულდოზერებით დაანგრიეს.