ირანში დიდი ბრიტანეთის საელჩო გაიხსნა. ლონდონმა თეირანში საელჩო 2011 წელს, მას შემდეგ დახურა, როცა საპროტესტო აქციის მონაწილეები საელჩოს შენობაში შეიჭრნენ. დიდმა ბრიტანეთმა ამ ინცინდეტის საპასუხოდ ირანელი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა.
დღეს, 23 აგვისტოს, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფილიპ ჰემონდი ირანის დედაქალაქში ჩავიდა, რათა პირადად მიეღო მონაწილეობა საელჩოს შენობაზე დიდი ბრიტანეთის დროშის აღმართვის ცერემონიალში.
14 ივლისს ვენაში „ექვსეულსა“ (აშშ, გერმანია, საფრანგეთი, ჩინეთი და რუსეთი) და ირანს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ირანის ბირთვული პროექტის დარეგულირებას ისახავს მიზნად.
ფოტო: BBC