"ალიანსი საქართველოსთვის" მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია დღეს, 12:00 საათზე პარტიის ოფისში ბრიფინგს გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ალიანსის" პრეს-სამსახურიდან აცნობეს, დღესვე ალასანია სასტუმრო "შერატონ-მეტეხი პალასში" ეუთოს დამკვირვებლებს შეხვდება, სადაც მხარეები წინასაარჩევნო გარემოს განიხილავენ.
შეხვედრა ეუთოს მისიის წარმომადგენლებთან დღეს, 13:30 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში თვითმართველობის არჩევნები 30 მაისს გაიმართება.