მაჰმუდ აბასი პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, იგი პალესტინის ავტონომიის თავმჯდომარის პოსტს შეინარჩუნებს.
პალესტინური მედიის ინფორმაციით, აღმასრულებელ კომიტეტს აბასთან ერთად წევრების ნახევარზე მეტი დატოვებს.
აღმასრულებელი კომიტეტის ახალი შემადგენლობის ასარჩევად ერთი თვის განმავლობაში მოწვეული იქნება პალესტინის ეროვნული საბჭოს სხდომა.