ევროსაბჭოს უმაღლესი კომისარი თომას ჰამარბერგი თბილისში ვიზიტის ფარგლებში, დღეს სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვლს შეხვდება.
შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილება.
იაკობაშვილი და ჰამარგებრგი კონფლიქტის მოგვარების გზებსა და საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიაზეც ისაუბრებენ.
დღესვე ჰამარბეგი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც გამართავს შეხვედრებს.