არაბული ქვეყნების კოალიცია იემენზე საჰაერო დარტყმებს ახორციელებს. კოალიციის თვითმფრინავებმა გვიან ღამით ქალაქი ტაიზი დაბომბეს. აფეთქებებს 65 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა უმრავლესობა მშვიდობიანი მცხოვრებია. მათ შორის ქალები და ბავშვებიც არიან. შეიარაღებულმა კონფლიქტმა იემენში 4 ათასამდე ადამიანი შეიწირა, 1,4 მილიონი ადამიანი ლტოლვილად იქცა.