შავი ოქრო ისევ უფასურდება. Brent-ის ტიპის საწვავის ღირებულებამ ლონდონის ბირჟაზე ბოლო 6 წლის მინიმუმი შეადგინა და ბარელის ფასი 45 დოლარამდე დაეცა, WTI მარკის ამერიკული საწვავის ღირებულება კი დღეისათვის 40 დოლარს შეადგენს. ბოლოს ნავთობის ასეთი გაუფასურება საერთაშორისო ბაზარზე 2008-2009 წლების მსოფლიო ფინანსური კრიზისისას დაფიქსირდა. მანამდე კი შავი ოქრო ასე იაფი 90-იან წლებში ღირდა.