სენეგალში გახმაურებული სასამართლო პროცესი დასრულდა. ჰომოსექსუალიზმში ბრალდებულ 7 განსასჯელს ნახევარწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი პოლიციაში დედამ დაასმინა. პროცესზე ის მთავარ მოწმედ გამოვიდა. სენეგალი ერთ-ერთია აფრიკის 38 ქვეყნიდან, სადაც ჰომოსექსუალიზმი სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.