ცენტრალურ აფრიკაში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას 10 ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილობრივ მუსულიმანებსა და ქრისტიანებს შორის შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქრისტიანებმა ახალგაზრდა მუსლიმი მოკლეს.
პასუხად მუსულმანებმა ქრისტიანებზე ნადირობა გამოაცხადეს.
2013 წელს ქრისტიანებისა და მუსულმანების შეიარაღებულ ფორმირებებს შორის დაპირისპირებას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 3 ათასამდე ადამიანი შეეწირა.