ვენესუელამ კოლუმბიის საზღვართან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის მიზეზი კონტრაბანდისტთა გამუდმებული თავდასხმები გახდა. თავდასხმის შედეგად 2 დღის წინ 3 ვენესუელელი სამხედრო მოსამსახურე და ერთი მშვიდობიანი მცხოვრები დაიჭრა. ამის გამო ხელისუფლებას სასაზღვრო რაიონში დამატებით 500 სამხედრო გაგზავნა.