სამხრეთ კორეის ხელისუფლება ჩრდილოეთ კორეას დემილიტარიზებული ზონის მილიტარიზაციაში ადანაშაულებს. ოფიციალური სეულის მტკიცებით, სასაზღვრო ზონაში ფხენიანმა სადივიზიო ტყვიამფრქვევები განალაგა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჩრდილოეთ კორეა ომისთვის ემზადება. მხარეებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებს გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნიც. მისი თქმით, ორ კორეას შორის კონფლიქტის ესკალაცია დაუშვებელია.