საბერძნეთიდან მაკედონიაში შესაძლოა ათასამდე არალეგალ მიგრანტს შეეღწია. ლტოლვილთა ნაკადის შესაჩერებლად მაკედონიის ხელისუფლებამ საზღვარზე უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გაამკაცრა. არალეგალებმა პოლიციის კორდონზე შტურმი რამდენჯერმე მიიტანეს, თუმცა სამართალდამცავებმა ისინი ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ხელკეტებით მოიგერიეს. ლტოლვილთა ნაკადის გაზრდის გამო მაკედონია-საბერძნეთის საზღვარზე მავთულხლართებია გავლებული, თუმცა არალეგალები მაკედონიის ტერიტორიაზე გაღწევას მაინც ახერხებენ, მაკედონიიდან კი ევროკავშირის ქვეყნებში გადადიან.