რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი ფადჰილ აჰმად ჰაიალი, იგივე ჰაჯი მუთაზი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ თეთრი სახლი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტთა ლიდერი მოსულში კოალიციის ავიადარტყმას ემსხვერპლა. ჰაიალი გასული წლის ივნისში მოსულზე განხორციელებულ იერიშებს მეთაურობდა. ის ერაყსა და სირიაში რადიკალთა იარაღით მომარაგებასაც უზრუნველყოფდა.