თავდასხმა ამსტერდამი-პარიზის მატარებელში. შეიარაღებულმა მამაკაცმა ვაგონში უმისამართო ცეცხლი გახსნა. შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. თავდამსხმელის განიარაღება თავად მგზავრებმა შეძლეს და პოლიციას ჩააბარეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ორი მგზავრი, რომლებმაც თავდამსხმელი გაანეიტრალეს, ყოფილი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ, რომლებსაც ჩადენილი გმირობისთვის მადლობა პირადად პრეზიდენტმა ობამამ გადაუხადა. ერთ-ერთი მათგანი ინციდენტისას მსუბუქად დაიჭრა.