საბერძნეთის მმართველ პარტიაში განხეთქილებაა. ულტრამემარჯვენეთა ჯგუფი სირიზას დატოვებას და ახალი პარტიის შექმნას აპირებს, რომელშიც 25 მოქმედი პარლამენტარი გაერთიანდება. ახალ პოლიტიკურ გუნდს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი პანაიოტის ლაფაზანი უხელმძღვანელებს. მმართველი პარტიის ლიდერმა ალექსის ციპრასმა პრემიერ-მინისტრის პოსტი გვიან ღამით დატოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამოაცხადა.