აზერბაიჯანის პროკურატურა ჟურნალისტ ხაჯიჯა ისმაილოვასთვის 9 წლიანი განაჩენის გამოტანას ითხოვს. ჟურნალისტი, რომელიც მაღალ ეშელონებში არსებულ კორუფციას იძიებდა, უკვე მე-8 თვეა, პატიმრობაში იმყოფება. მას ცილისწამებაში, გადასახადებისგან თავის არიდებასა და უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ადანაშაულებენ. პოლიციამ ის გასული წლის 5 დეკემბერს დააპატიმრა.