დღეს, 3 მაისს, კონსერვატორიის დიდი დარბაზი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საოპერო სპექტაკლი ზაქარია ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი" გაიმართება.
ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მაყურებელს 10 მაისს ოთარ თაქთაქიშვილის "მინდიას", 24 მაისს ვერდის "რიგოლეტოს", 31 მაისს რუჯერო ლეონკავალოს "ჯამბაზებს", 7 ივნისს ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის "დონ ჯოვანის", ხოლო 14 ივნისს ფალიაშვილის "დაისის" შესთავაზებს.
სპექტაკლები 19:00 საათზე დაიწყება.