რუსები და უკრაინელები ერთი ერი არ არიან. ასე პასუხობს უკრაინის პრეზიდენტი რუსი კოლეგის გუშინდელ განცხადებას. „არ არსებობენ არანაირი ძმური ერები ომის დროს. არის ერთიანი უკრაინელი ხალხი, რომელსაც ევროპაში ყოფნა სურს და არის რუსი ხალხი, რომელიც მძიმე კრიზისშია,“-აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.