ივლისის თვეში პლანეტაზე სარეკორდოდ მაღალი ჰაერის ტემპერატურა დაფიქსირდა. შესაბამის დასკვნას ამერიკელი მეცნიერები აქვეყნებენ. მათივე თქმით, მაღალი სიცხეები შენარჩუნდა როგორც ხმელეთზე, ისე ოკეანის თავზეც, რიგ რეგიონებში კი ანომალური სიცხეები უჩვეულოდ ხანგრძლივი ვადით დაფიქსირდა. ამერიკის ოკეანეებისა და ატმოსფეროს კვლევის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, რომელიც კვლევებს 1880 წლიდან ატარებს, 2015 წელი პლანეტაზე ყველაზე ცხელი წელია. მანამდე ყველაზე მაღალი ჰაერის ტემპერატურა 2014 წელს აღინიშნა.