ბრაზილიაში კორუფციული სკანდალი გრძელდება. ამჯერად მექრთამეობაში კონგრესის სპიკერს, ედუარდო კუნიეს ადანაშაულებენ. საუბარია 5 მილიონის ოდენობის ქრთამზე, რომელიც ბრალდების მხარის მტკიცებით, კუნიემ კომპანია პეტრობრაზისგან მიიღო. ბრაზილიის პარლამენტის თავმჯდომარე ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და მას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. აღსანიშნავია ისიც, რომ კუნიე მოქმედი პრეზიდენტის, დილმა რუსეფის მოწინააღმდეგედ ითვლება, რომლის გადადგომასაც ასევე კორუფციის ბრალდებით ითხოვენ.