საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან მმართველ პარტია სირიზასა და მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„პოლიტიკური მანდატი, რომელიც 25 იანვარს ხალხმა მომანიჭა, ამოწურულია. ბერძნებმა არჩევანი კიდევ ერთხელ უნდა გააკეთონ.
მათ უნდა განსაჯონ ყველა ჩემი ქმედება,“-აღნიშნა ალექსის ციპრასმა. მისივე განკარგულებით, საბერძნეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა, რომელიც სავარაუდოდ 20 სექტემბერს გაიმართება.