გერმანიის ქალაქ ზულში მომხდარი ინციდენტი მასობრივი არეულობების მიზეზი გახდა. პოლიცია მასობრივი უწესრიგობების აღკვეთას ლტოლვილთა ბანაკში ამ დრომდე ცდილობს.
ვითარება თავშესაფარში მას შემდეგ დაიძაბა, რაც 25 წლის ავღანელმა ყურანი საჯაროდ დახია. ამის გამო მას თავს 20-მდე მუსლიმანი დაესხა. ახალგაზრდამ თავს გაქცევით უშველა და თავი დაცვის დეპარტამენტს შეაფარა, თუმცა აღშფოთებული ბრბოს დაწყნარება ვეღარც პოლიციამ შეძლო.
შეტაკებების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა.მათ შორის 6 პოლიციელია.