ბელარუსის ნაციონალური ბანკი ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზებზე განმარტებებს აკეთებს. ბანკის ხელმძღვანელობის განმარტებით, ბელარუსული რუბლის კურსის დაცემა საგარეო ფაქტორებით, კერძოდ კი რუსული რუბლის, ჩინური იანისა და ყაზახური ტენგეს გაუფასურებით არის გამოწვეული. მიმდინარე წლის 20 ივლისიდან დოლარის კურსი ბელარუსულ რუბლთან მიმართბაში 8,6 პროცენტით გაიზარდა.