ყაზახეთის ეროვნული ვალუტა „თავისუფალი ცურვის რეჟიმში“ბიზნესის მოთხოვნით გადავიდა. ამის შესახებ ქვეყნის ლიდერმა ნულსულთან ნაზარბაევმა განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობის პოზიციაზე გავლენა ექსპერტებმა, მეწარმეთა პალატამ, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა მოახდინეს. ტენგეს კურსის დაცემითა და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაზრდით მთავრობა სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და ბიუჯეტის გადარჩენას შეძლებს. მას შემდეგ, რაც ყაზახური ვალუტა „თავისუფალი ცურვის რეჟიმში“ გადავიდა, ტენგე 26 პროცენტით გაუფასურდა.