დღეს, 3 მაისს, 11:00 საათზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
შეხვედრაზე 2010 წლის 30 მაისის წინასაარჩევნო სამზადისი განიხილება.
საქართველოს ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესის დელეგაციას გუნტერ კრუგი ხელმძღვანელობს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისში ევროპის საბჭოს ბიუროდან აცნობეს,
დელეგაცია საქართველოში ადგილობრივ არჩევნებთან და პირველად ქვეყანაში დედაქალაქის მერის არჩევნებთან დაკავშირებით არსებული ვითარების გასაცნობად იმყოფება.
დელეგაცია ასევე შეხვედრებს გამართავს ხელისუფლებისა და ოპოზიციისა წარმომადგენლებთან.
შედგება აზრთა ურთიერთგაცვლა ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს (OშჩE/ODIHღ) დელეგაციისა და დიპლომატიური კორპუსის, ასევე მედიის წარმომადგენლებთან.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან გუნტერ კრუგი (გერმანია), მიკელ იუკამი (ესტონეთი), ნიგელ მერმაგენი (გაერთიანებული სამეფო), ვერონიკ მორეირა (საფრანგეთი).