ვაშინგტონის შტატში ტყის ხანძრებმა სამი მეხანძრე იმსხვერპლა. ძლიერი ქარის გამო, მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას ვერ ახერხებენ.
ამჟამად სეზონურ ხანძრებს 10 შტატის ტერიტორიაზე ებრძვიან. რამდენიმე კვირაა უშედეგოდ ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას კალიფორნიაში, სადაც ხანძარი 4000 კვადრატული კილომეტრის ფართობზე გავრცელდა. სახანძრო თვითმფრინავების დასახმარებლად შტატში ამერიკული სამხედრო ვერტმფრენები გაგზავნეს.